Skip to content

Latest commit

 

History

History
1 lines (1 loc) · 3.08 KB

bonus_content.md

File metadata and controls

1 lines (1 loc) · 3.08 KB

ონცე ეპონ ა თაიმ ინ ზე ჰოლე პახმელიაზე მოფსმის წინ სამზარეულოში შევედი წყლის დასალევად რომ უფრო კარგად მომეფსა. მეზობლის ჭიანჭველებმა რომლებიც საკვების გარეშე დარჩნენ მეზობლის მიერ ბინის გაყიდვის შემდეგ, გამოყვეს სახსრები ექსპედიციის მოსაწყობად. რომლის ფარგლებში გვირაბი გაჭრეს კარნიზში ჩემს სამზარეულომდე. საიდანაც ამოსული პირველი ჭიანჭველა სასიხარულო ინფორმაციით დაბრუნდა კოლონიაში რომელიც იუწყებოდა მაგიდის ქვეშ აღმოჩენილი კაკლის გულის შესახებ. სულ მალე თავგადასავლების მაძეიბლების დიდი ჯგუფი გამოემართა და დაკავდა კაკლის ნამცეცების გადაზიდვებით. სამზარეულოში კი ორ სანტიმეტრიანი ხვლიკი დამხვდა რომელიც კარნიზიში გამოჭრილ ნახვრეტში ენას აწობდა და ჭიანჭველებით იტკბარუნებდა პირს. ერთი პირობა გადავწყვიტე გამკვირვებოდა მეათე სართულზე პატარა ხვლიკი მაგრამ მაშინვე კუჭი ამეშალა. ტუალეტში საკითხს პოზიტიურად შევხედე. რადგან პირველი განზრახვა მხოლოდ მოფსმა იყო და ბონუსად კუჭში გასვლაც მივიღე. შემდეგ დავფიქრდი ხომ არ გამესამმაგებინა შედეგი მეტი ეფექტისთვის და გულიც ამერია. რაც სამწუხაროდ შეუძლებელი აღმოჩნდა. თავი კი იმით დავიმშვიდე რომ ამ ზამთარს რომელიღაც ბარის ტუალეტში სამივე ერთდროულად უკვე ვქენი. ხანდახან საჭიროა მცირეოდენი გამარჯვებითაც დაკმაყოფილება.