Skip to content

Latest commit

 

History

History

Chapter1_Contribution

Fork this repository

fork this repository

პროექტზე კოლექტიურად სამუშაოდ დაფორკეთ ეს რეპოზიტორია. ამისთვის დააჭირეთ fork ღილაკს გვერდის ზედა მარჯვენა ზოლში. ამ რიგად თქვენს ანგარიშზე გაჩნდება რეპოზიტორიის ასლი.

Clone the repository

clone this repository

საკუთარ ანგარიშზე გაჩენილი დაფორკილი რეპოზიტორია გადაიტანეთ/დაკლონეთ თქვენს მოწყობილობაში. ამისთვის თქვენს ანგარიშზე გახსენით დაფორკილი რეპოზიტორია, დააჭირეთ clone ღილაკს და copy to clipboard იკონს.

თქვენს სამუშაო გარემოში გახსენით ტერმინალი და ჩააკოპირეთ შემდეგი გიტ კომანდი:

git clone <მისამართი რომელიც დააკოპირეთ კლონირებისთვის>

"<>"- სიმბოლოების წაშლით და ქლიფბორდში დაკოპირებული მისამართის ჩასმით მიიღებთ ბრძანების საბოლოო სახეს.

copy URL to clipboard

მაგალითისთვის, თქვენგან დაფორკილ ამ რეპოზიტორიის მისამართს ექნება შემდეგნაირი სახე:

git clone https://github.com/this-is-you/firstrepo.git

სადაც this-is-you არის თქვენი GitHub username. ამ რიგად თქვენ აკოპირებთ პირველი რეპოზიტორიის თქვენ მიერ დაფორკილ ვერსიას სამუშაო მოწყობილობაზე.

Create a branch

იმისთვის რომ უკეთ ჩასწვდეთ ბრენჩის როლს და მნიშვნელობას, გაეცანით ოფიციალურ დოკუმენტაციას Branch თემაზე.

სამუშაო გარემოში, ტერმინალი გადაიყვანეთ გადმოწერილი რეპოზიტორიის დირექტორიაში/საქაღალდის მისამართზე.

იმ შემთხვევაში თუ უკვე იქ არ იმყოფებით, გამოიყენეთ შემდეგი ბრძანება:

cd firstrepo

ახლა კი შევქმნათ ახალი ტოტი/branch git checkout ბრძანების გამოყენებით:

git checkout -b <add-your-new-branch-name>

სადაც add-your-new-branch-name შეიძლება იყოს ნებისმიერი სახელი, რომლითაც ტოტზე შესასრულებელ სამუშაოს ლაკონურად აღწერთ, მაგალითად:

git checkout -b adding-my-code

გავავკეთოთ პროექტში ცვლილება და დავაკომიტოთ სამუშაოს დასრულებისას

მას შემდეგ რაც გაამზადებთ პროექტს თქვენს მოწყობილობაში, დაამატეთ დირექტორიას თქვენი კოდი და პროექტის აღწერა /firstProjects საქაღალდეში საკუთარი საქაღალდის შექმნით.

საქაღალდის დასახელება /სახელი_გვარი ფორმატით გაამზადეთ, ხოლო ფაილები: readme.md, app.py დასახელებებით.

firstrepo
│
│   some_files   
│
└─── firstProject
│   └─── temur_chichua
│       │   app.py
│       │   readme.md

ამის შემდეგ გახსენით დირექტორიის საწყის დონეზე განთავსებული README.md ფაილი და ქვემოთ მოცემულ კონტრიბუტორები გრაფაში განათავსეთ თქვენი სახელი, გიტჰაბის მისამართი, პროექტის დასაღელება და პროექტის readme.mdის მისამართი, როგორც შაბლონზეა ნაჩვენები.

git status

თუ პროექტის დირექტორიაში გაუშვებთ ბრძანებას git status, როგორც მაგალითზეა ნაჩვენები, გამოჩნდება თქვენს მიერ დამატებული ფაილები რომელიც არ არის დამატებული გიტის რეპოზიტორიაში.

მათ რეპოზიტორიაში დასამატებლად უნდა გამოვიყენოთ git add ბრძანება:

git add .

ბრძანებაში . რეპოზიტორიაში დაამატებს დირექტორიაში არსებულ ყველა იმ ფაილს რომელიც არ არის გამოყოფილი .gitignore ფაილში.

აუცილებელია დავაკომიტოთ პროექტში შეტანილი ცვლილებები git commit ბრძანების გამოყენებით.:

git commit -m "დავამატე ჩემი პროგრამა და <your-name> კონტრიბუტორთა სიაში"

შეცვალეთ <your-name> თქვენი სახელით. ბრჭყალებში მითითებული ტექსტი უნდა ასახავდეს კომიტის მიზანს, ანუ ორ სიტყვიან შეჯამებას თუ რა ცვლილებები მოხდა ამ ნაბიჯზე.

Push changes to GitHub

საბოლოოდ საჭიროა ავტვირთოთ პროექტში ლოკალურად შეტანილი ცვლილებები ქლაუდზე, git push ბრძანების მეშვეობით:

git push origin <add-your-branch-name>

შეცვალე <add-your-branch-name> სახელით რომელიც თქვენი ტოტის/branch-ის შექმნისთვის გამოიყენეთ..

Submit your changes for review

თქვენს GitHub რეპოზიტორიაში შეამჩნევთ Compare & pull request ღილაკი. გააქტიურეთ ღილაკი მასზე დაჭერით.

create a pull request

დაასაბმითეთ თქვენს მიერ გაკეთებული pull მოთხოვნა.

submit pull request

თქვენი მოთხოვნის ნახვის შემდეგ მე შევძლებ გავაერთიანო/merge თქვენი კონტრიბუცია მთელს პროექტთან. ჩემს ქმედებაზე შეტყობინება მოგივათ მეილზე და შეტყობინებებში, რის შემდეგაც თქვენს მიერ შეტანილი ცვლილება გამოჩნდება პროექტის მასტერ ბრენჩზე.

გილოცავ!

თუ ყველა საფეხური შეასრულე შენ წარმატებით გაიარე სტაჟირების პირველი ეტაპი.